top of page
Screenshot 2021-06-07 at 16.14.02.png

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ (სსეკ) ერთ-ერთი უმსხვილესი მულტიფუნქციური ენერგეტიკული კომპანიაა საქართველოში.

 

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ ერთდოულად ფლობს და ოპერირებას უწევს როგორც ჰიდრო ასევე, თბოელექტროსადგურს. სსეკ-ის აქტივშია 8 ჰიდროელექტროსადგური და ბუნებრივ აირზე მომუშავე თბოელექტროსადგური. სსეკ-ის მფლობეობაში არსებული გენერაციის ობიექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე 350 მეგავატია. გეოგრაფიული თვალსაზრისით, სსეკ-ის ენერგოობიექტები საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა განლაგებული.

თრეიდინგი

„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აქტიურად იყენებს ქვეყნის უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას და აწარმოებს ელექტროენერგიით ვაჭრობას საქართველოს ოთხივე მეზობელ ქვეყანასთან.  კომპანია ახორციელებს როგორც საკუთარი ენერგო ობიექტებიდან წარმოებული ასევე, შესყიდული ელექტროენერგიის ვაჭრობის ოპერაციებს (ექსპორტი-იმპორტი-ტრანზიტი).

 
 

საქმიანობა

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას არ გააჩნია საკუთარი ბუნებრივი აირი „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ ბუნებრივი აირით ვაჭრობაშიც საკმაოდ აქტიურად არის ჩართული. იგი ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეა აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის შემდეგ და ოპერირებს როგორც საბითუმო ასევე, საცალო სეგმენტზე. საცალო სეგმენტზე „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ წარმოდგენილია 33 აირ გასამართი სადგურით.

  

„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაცია“ ასევე ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ამჟამად, კომპანიაში დასაქმებულია 1000 - მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი პროგრესულად იზრდება ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების პარალელურად.

 
bottom of page