top of page
1519801489227.jpg

საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია (GRPC)

საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია (GRPC) - საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიის Georgia Capital-ის ჯგუფის წევრია. კომპანია ფლობს რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურს და საქართველოში არსებულ ერთადერთ ქარის ელექტროსადგურს. მის მფლობელობაშია: მესტიაჭალა ჰესი 2 (20 მგვტ), ახმეტა ჰესი (9.4 მგვტ), კასლეთი ჰესი 2 (8 მგვტ), დებედა ჰესი (3.2 მგვტ) და ქართლის ქარის ელექტროსადგური (20.7 მგვტ).

 

გარდა ამისა, GRPC ავითარებს რამდენიმე მსხვილ ენერგეტიკულ პროექტს, მათ შორის ჯამურად 108 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურებს.

GS Brokers 250-ზე მეტ კორპორატიულ კლიენტს ემსახურება, თანამშრომლობს ყველა წამყვან ქართულ სადაზღვევო კომპანიასთან და ასევე კლიენტებს წვდომას უხსნის მსოფლიოს გადაზღვევის ბაზრებზე. ეს ნიშნავს არა მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებას, არამედ შესაძლებლობას, რისკებისთვის მოიძებნოს ის გადაწყვეტილებები და სადაზღვევო შესაძლებლობები, რომლებიც ხშირად ადგილობრივი ბაზრის ფარგლებს სცდება. სწორედ ამიტომ, კომპლექსური პროექტების შემთხვევაში, მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე პირდაპირ წვდომასა და იქ არსებულ გამოცდილებას, რასაც კომპანია უზრუნველყოფს. 

გამოგვყევი

 
 
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • Youtube

©

 

 ყველა უფლება დაცულია | საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია | 2021

 
bottom of page