პარვუს ჯგუფი
“პარვუს ჯგუფი” 2019 წელს ენერგეტიკის და მენეჯმენტის სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პარტნიორებმა დააარსეს. მის პორტფოლიოში წარმატებით განხორციელებული რამდენიმე მცირე ჰესის პროექტია.
აღწერა
პარვუს ჯგუფს” დუშეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს დაფინანსებით ორი 200 კვტ-იანი ჰიდროელექტროსადგურის - ბიტეხის და ახიელის ჰესების პროექტები აქვს განხორციელებული. ასევე, კომპანიამ საკუთარი სახსრებით ხევსურეთში ააშენა სამი კასკადური ტიპის - როშკა 1, როშკა 2 და როშკა 3 ჰესი, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 4 მგვტ-ს შეადგენს. 2023 წელს დასრულდა ხევრუსეთში 1,5 მგვტ სიმძლავრის კორშა ჰესის, 1 მგვტ - კორშა 1-ისა და ასპინძაში 2 მგვტ-მდე სიმძლავრის ტოლოში ჰესის მშენებლობა. ამ ეტაპზე კომპანია გურიის რეგიონში, მდინარე ბჟუჟას ხეობაში 30 მგვტ-მდე საერთო სიმძლავრის ჰესების - ბასრა 1, ბასრა 2, ბასრა 3 და ბასრა 4-ის მშენებლობას ახორციელებს.
„პარვუს ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „პარვუს ნეტი“ აშენებს ოპტიკურ-ბოჭკოვან ინფრასტრუქტურას მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტის მიზანია გააუმჯობესოს არსებული კომუნიკაციების ხარისხი, რაც გადამწყვეტია თანამედროვე რეგიონული განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია ციფრული მომსახურების გაუმჯობესება ქვეყნის მასშტაბით, ინტერნეტიზაციის მიზნით, რეგიონული განვითარებისთვის. კომპანიამ უკვე დაფარა 800 კილომეტრზე მეტი ტერიტორია ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საქართველოში.
გარდა ამისა, “პარვუს ჯგუფის” შვილობილი კომპანია “პარვუს ქონსალთინგი” ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურებას ელექტროენერგეტიკული სისტემების საინჟინრო, ეკონომიკური და იურიდიული მიმართულებებით.