top of page

საქართველო, თურქეთი, უკრაინა და ბულგარეთი ქარის ოფშორული ენერგიის განვითარებისთვის ითანამშრომლებენ



ქარის ენერგიის საქართველოს, თურქეთის, უკრაინისა და ბულგარეთის ასოციაციებმა შავი ზღვის აუზში ქარის ოფშორული ენერგიის დარგში ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ქარის ენერგიის ასოციაციის პრეზიდენტმა, კომპანია „უსასრულო ენერგიის“ დამფუძნებელმა თორნიკე ბახტურიძემ მოაწერა ხელი.

თანამშრომლობა შავი ზღვის აუზში ქარის ოფშორული ენერგიის პოტენციალის ერთობლივი ძალებით კვლევასა და განვითარებას მიზნად ისახავს.


„საქართველო ქარის ენერგიის განვითარებით ევროპას მნიშვნელოვნად ჩამორჩება, თუმცა ქვეყანაში ქარის მრავალი სადგურის მშენებლობის შესაძლებლობა გვაქვს, რასაც ბაზრის ამოქმედებით და შესაბამისი მხარდაჭერის მექანიზმებით შევძლებთ,“ - განაცხადა თორნიკე ბახტურიძემ.


თანამშრომლობის დაწყებას საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი გამოეხმაურა და საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალის შესწავლა-ათვისების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:


„ჩვენი ქვეყანა უნიკალურია იმ გაგებით, რომ ელექტროენერგიის გამომუშავების 75% უკვე განახლებად ენერგიაზე მოდის. ბევრი განვითარებული სახელმწიფოსთვის ასეთი მაჩვენებელი კიდევ მრავალი წელი მიუწვდომელი იქნება. ამავდროულად გვაქვს დიდი გამოწვევა, რადგანაც ადგილობრივი გამომუშავება ვერ ეწევა ელექტროენერგიის მოხმარებას და იმპორტის წილი წლიდან წლამდე იზრდება. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანას აქვს განახლებადი ენერგიის შთამბეჭდავი პოტენციალი, მაგრამ ამჟამად ვიყენებთ მის მხოლოდ მცირე ნაწილს: ჰიდროპოტენციალის 22% და ქარის პოტენციალის 2%-ზე ნაკლებს. ჩვენი ასოციაცია მიესელმება შავი ზღვის აუზის ქარის ოფშორული ენერგიის პოტენციალის განვითარებას. ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისა და იმპორტამოკიდებულების შემცირებისკენ“.



Comentários


bottom of page