top of page

GREDA-ს წარმომადგენლებმა „ჯორჯიან სთილ ინჟინერინგის“ თანამედროვე საწარმო დაათვალიერეს

May 15
1 min read


2026 წლის 22 აპრილს, GREDA-ს გუნდი და წევრი კომპანიების წარმომადგენლები, ასოციაციის წევრი კომპანიის შპს „ჯორჯიან სთილ ინჟინერინგის“ ქარხანას ესტუმრნენ.


ვიზიტის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს „ჯორჯიან სთილ ინჟინერინგის“ განვითარების ისტორია და განხორციელებული რებრენდინგის შედეგები. აღინიშნა, რომ კომპანია, რომელიც 2002 წლიდან სამშენებლო ლითონპროდუქციით ვაჭრობდა, დღეს თანამედროვე ლითონკონსტრუქციების მწარმოებელ ქარხანად არის ჩამოყალიბებული.


საწარმოს შესაძლებლობა აქვს, აწარმოოს ლითონკონსტრუქციები როგორც სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობისთვის, ასევე სხვადასხვა ტიპის ენერგეტიკული ობიექტებისთვის - ჰესების, ქარის, მზისა და ატომური სადგურებისთვის.


ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს საწარმოო სივრცეები და თანამედროვე დანადგარები, გაეცნენ ქარხნის ტექნიკურ შესაძლებლობებსა და მიმდინარე საქმიანობას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობაზე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის პროცესში.



 
 
 

Comments


GS Brokers 250-ზე მეტ კორპორატიულ კლიენტს ემსახურება, თანამშრომლობს ყველა წამყვან ქართულ სადაზღვევო კომპანიასთან და ასევე კლიენტებს წვდომას უხსნის მსოფლიოს გადაზღვევის ბაზრებზე. ეს ნიშნავს არა მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებას, არამედ შესაძლებლობას, რისკებისთვის მოიძებნოს ის გადაწყვეტილებები და სადაზღვევო შესაძლებლობები, რომლებიც ხშირად ადგილობრივი ბაზრის ფარგლებს სცდება. სწორედ ამიტომ, კომპლექსური პროექტების შემთხვევაში, მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე პირდაპირ წვდომასა და იქ არსებულ გამოცდილებას, რასაც კომპანია უზრუნველყოფს. 

გამოგვყევი

 
 
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • Youtube

©

 

 ყველა უფლება დაცულია | საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია | 2021

 
bottom of page