top of page

IHA: 2021 წელს მსოფლიოს ჰიდროენერგიას მხოლოდ 26 გგვტ სიმძლავრე შეემატა



ჰიდროენერგიის საერთაშორისო სააგენტო, 2021 წლის ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თუ მსოფლიომ ჰიდრორესურსების ათვისების არსებული ტემპი მნიშვნელოვნად არ დააჩქარა, გლობალური დათბობის შეჩერება შეუძლებელი იქნება.


აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს მსოფლიოს ჰიდროენერგიას მხოლოდ 26 გგვტ სიმძლავრე შეემატა და ჯამურად 1360 გგვტ შეადგინა, მაშინ როცა 2050 წლისთვის ნულოვანი დაბინძურების მისაღწევად შემუშავებული მიზნები ყოველწლიურად გლობალურად 45 გგვტ სიმძლავრის ჰიდროენერგიის ათვისებას ითვალისწინებს, რაც წლიური ტემტერატურის ზრდას 1.5 გრადუსზე შეაჩერებს.


ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გასულ წელს მსოფლიოში ჰიდროელექტროსადგურების მიერ 4,250 ტერავატ/საათი განახლებადი ენერგია გამომუშავდა. 2021 წელს დამატებული დადგმული სიმძლავრის 80% ჩინეთზე, ხოლო 4,7 გგვტ - ჰიდრომააკულირებელ სადგურებზე მოდის.


წყარო: https://www.hydropower.org/publications/2022-hydropower-status-report

Comments


bottom of page