top of page

აშშ-მა ჰიდროენერგეტიკის დარგის განვითარებისთვის 28 მილიონი დოლარი გამოჰყო



ამერიკის შეერთებული შტატების ენერგტიკის დეპატრამენტმა ჰიდროენერგეტიკის დარგში კვლევისა და განვითარებისთვის (R&D) 28 მილიონი აშშ დოლარი გამოჰყო.


აღნიშნული თანხა აშშ-ში ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, მათ შორის ჰიდრომააკუმულირებელი სადგურების ოპტიმიზებას მოხმარდება.


როგორც აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი აღნიშნავს, ასეთ სადგურებს წამყვანი როლი აქვთ ცვალებადი განახლებადი ენერგიის ელექტროენერგეტიკულ ქსელში ინტეგრაციაში.


დეპარტამნეტის სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ის მთლიანი გენერაციის 6.3% მოდის ჰიდროენერგიაზე. ამასთანავე, ელექტროენერგიის შესანახად სახელმწიფოს მასშტაბით ძირითადად ჰიდრომააკულირებელ სადგურებს იყენებენ.

უწყების ანგარიშმა აჩვენა, რომ აშშ-ს 2050 წლისთვის საკუთარი ჰოდრეოენერგიის დადგმული სიმძლავრის 50%-ით გაზრდა შეუძლია.


წყარო:https://bit.ly/3wR3F9G



bottom of page