top of page

ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესებიდან საქართველო იმპორტში წლიურად $80 მლნ-ზე მეტს ზოგავს



ჰესების შესახებ დავაში ბოლო პერიოდში მცადრი მოსაზრება გავრცელდა, რომლის თანახმადაც ახალი ჰესები არ მუშაობს, მათ მხოლოდ გარემოს მიაყენეს ზიანი და ქვეყნის ენერგობალანსი არ გაუუმჯობესებიათ. რეალობა საპირისპიროა. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პრობლემის მიუხედავად შუახევი ჰესიც მუშაობს, დარიალი ჰესიც და ლარსი ჰესიც.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სეზონური ჰესი 2004 წელს ახმეტაში აშენდა, ხადორჰესში ჩინური ინვესტიცია ჩაიდო. მისი დადგმული სიმძლავრე 24 მეგვატია, 2020 წელს ჰესმა 108 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა, რაც ჯამური გენერაციის 0.97% და ჰიდროგენერაციის 1.3%-ს შეადგენს.

2004-2012 წლებში ჰესების ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ნაწილი გაიყიდა, დაიწყო ფარავანჰესის მშენებლობა, თუმცა თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დერეგულირებულ (13 მგვტ-მდე სიმძლავრის) ახალი ჰესი ექსპლუატაციაში არ შესულა.

19.5 მგვტ ლარსი ჰესის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 2014 წელს დასრულდა. ჰესმა 2020 წელს 72 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა. 2014 და 2016 წლებში ჰესი ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა, თუმცა რეაბილიტაცია წარმატებული გამოდგა. ჰესების მოწინააღმდეგეების მტკიცებით მეწყერულ ზონაში ენერგოპროექტი განხორციელება დაუშვებელია, რაზედაც მომხრეები პასუხობენ, რომ იმავე ლოგიკით რუსეთის საზღვართან არსებული საბაჟოც უნდა გაუმდეს, რასაც არავინ ითხოვს.

87 მეგავატი სიმძლავრის ფარავანჰესი ექსპლუატაციაში 2014 წლის ოქტომბერში შევიდა. მისი მშენებლობა $200 მლნ დაჯდა. 2020 წელს ჰესმა 325 მლნ კვტ/სთ, 2015-2020 წლების კი ჯამში 2.230 მლრდ კვტ/სთ გამოიმუშავა. საშუალოწლიური გამომუშავება მიმდინარე პერიოდში -372 მლნ კვტ/სთ. ყველაზე ნაყოფიერი ჰესისთვის 2016 წელი გამოდგა, როდესაც მან ქსელს 428 მლნ კვტ/სთ მიაწოდა, 2020 წელთან შედარებით 32%-ით მეტი. აღსანიშნავია, რომ მცირე პროტესტის მიუხედავად, ფარავანჰესის მშენებლობას განსაკუთრებული უკმაყოფილება არ მოჰყოლია. 2020 წელს არახელსაყრელი კლიმატური პირობების გათვალისწინებით ჰესის გენერაცია 325 მლნ კვტ/სთ-მდე შემცირდა, მაგრამ კლების მიუხედავად, მან ჯამური გენერაციის 2.91% მაინც გამოიმუშავა.

ბოლო პერიოდში აშენებული ჰესებიდან ყველაზე მეტი კრიტიკა დარიალჰესსა და შუახევ ჰესს დაატყდა თავს. დარიალჰესის მშენებლობა 2011 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის დროს დაიწყო. 10 წლის წინ მესამე პრეზიდენტი ჰესების საჭიროებაზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე და ელექტროენერგიის ექსპორტით მისაღებ სარგებლიანობაზე ხშირად საუბრობდა. აანონსებდა ხუდონისა და ნამახვანის მშენებლობას, თუმცა 10 წლის შემდეგ საკუთარ ძველ პოზიციებს რადიკალურად დაუპირისპირდა.

გარემოზე მავნე ზემოქმედების ბრალდებით ჰესს მწვანეთა ჯგუფი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თავიდანვე დაუპირისპირდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მდინარე თერგის მილებში მოქცევით მხარე ტურისტულ პოტენციალს დაკარგავდა და მიყენებული ზარალი ელექტროენერგიის გენერაციით მისაღებ სარგებელს ბევრად გადააჭარბებდა. კრიტიკის განსაკუთრებული მიზეზი ხდებოდა ის ფაქტი, რომ მთელი 8 კმ-ის მანძილზე ბუნებრივ კალაპოტში თერგის წყლის მხოლოდ 10% რჩებოდა, რაც აღნიშნულ მონაკვეთზე მგრგვინავ მდინარეს ნაკადულამდე აპატარავებდა და წითელ წიგნში შეტანილ კალმახსაც აქრობდა.

მათი მეორე ბრალდება უსაფრთხოებას ეხებოდა. აქცენტები მეწყერსაშიშ ზონაზე კეთდებოდა. 2014 წელს ხეობაში მართლაც ჩამოწვა 2 დიდი მეწყერი,მათგან პირველმა 17 მაისს 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გამოიწვია თუ არა სტიქია ჰესმა? ეკოლოგები და გეოლოგები არ უარყოფენ, რომ ხეობა ისედაც საშიშია. კატასტროფები არეალში 1776 წლიდანაა აღწერილი, რომელთა შორის ყველაზე მასშტაბური 1832 წლის აგვისტოში მოხდა, თუმცა მათივე მტკიცებით ჰესმა პროცესები დააჩქარა.

თავად ჰესიის ხელმძღვანელობა მომხდარ სტიქიებთან მათ კავშირს კატეგორიულად უარყოფს. მათივე მტკიცებით 10% უბრალოდ ზღვარია, თორემ რეალურად ბუნებრივ კალაპოტში წყლის 30%-ზემეტი რჩება და ფოტოები რომლებიც სოციალური ქსელით რამდენჯერმე გავრცელდა წარწერით „ჰესამდე და ჰესის შემდეგ“ რეალურად წლის სხვადასხვა პერიოდშია გადაღებული სხვადასხვა ადგილიდან.

ჰესსდამატებითიპრობლემაგახსნისშემდეგშეექმნა. 2017-2020 წლებშიმანდაგეგმილი 2.040 მლრდკვტ/სთ–ისმაგივრადმხოლოდ 1.223 მლრდკვტ/სთ, ანუ 40%-ითნაკლებიგამოიმუშავა. თუმხოლოდპირველ 3 წელსვიანგარიშებთ, მდგომარეობაუფროდამძიმდებადასაპროგნოზო 1.530 მლრდკვტ/სთ 778 მლნ–მდეშემცირდება, რაცდაგეგმილისმხოლოდ 51%-ა. საგულისხმოა, რომდარიალჰესიდაგემილსიმძლავრესმხოლოდ 2020 წელსმიუახლოვდა, კლიმატურითვლასაზრისითერთ–ერთყველაზეცუდპერიოდში. 2017-2019 წლებშიგანახევრებულგენერაციისმიზეზადელექტროგადამცემიხაზისუქონლობადასახელდა, რომლისმიყვანაცდაგვიანებითმხოლოდ 2020 წელსმოხერხდა. 2020 წელს ჰესმა 446 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა – ჯამური გენერაციის 4%.

დარიალჰესი იმ გამონაკლის ჰიდროელექტროსადგურებს შორის მოხვდა რომლის მშენებლობაც EBRD-მ დააფინანსა. გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით მშენებელს კომპანიას მიმდებარე ტერიტორიაზე 400 000 ნერგის დარგვა დაევალა. ხეების ნაწილი უკვე დაირგო.

2017 წელსდამოუკიდებელისაქართველოსისტორიაშიყველაზემძლავრი – 187 მგვტ–იანიშუახევჰესიშევიდაექსპლუატაციაშითუმცამანიმწელს 450 მლნკვტ/სთ–ისმაგივრადმხოლოდ 3.2 მლნკვტ/სთ–ისგამომუშავებაშეძლო, 2018-2019 წლებში 0-ის. 2020 წელსკი 258 მლნკვტ/სთ, რაცასევე 35%-ითჩამორჩებაგეგმიურმაჩვენებელს, აღნიშნული შეიძლება ისევ და ისევ არახელსაყრელ კლიმატურ პირობებს მიეწეროს.

გვირაბში მომხდარ ავარიას მსხვერპლი არ გამოუწვევია, მაგრამ ინვესტორი $100 მლნ-ით აზარალა და საერთო ჯამში მისმა ხარჯებმა $0.5 მლრდ-ს გადააჭარბა. როგორც კომპანიაში განმარტეს ავარია განსხვავებულმა ქანებმა და არასაკმარისმა გეოლოგიურმა კვლევებმა გამოიწვია. არაოფიციალური ინფორმაციით მშენებელმა ხარისხისა და უსაფრთხოების ხარჯზე ეკონომიის გაწევა სცადა, რაც საბოლოო ჯამში უფრო ძვირი დაუჯდა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ყველა ხარჯის გაღება თავად ინვესტორს მოუწია და არა სახელმწიფოს. სახელმწიფოს ზარალი ის იყო, რომ 2 წელი დაუგეგმავად ზედმეტი იმპორტი უხდებოდა, მაგრამ მთავარი ფისკლალური ტვირთი მაინც ჰესის მფლობელს დააწვა.

2016-2018 წლებში აჭარაში კიდევ 2 ელექტროსადგური ხელვაჩაური ჰესი 1 და კირნათი ჰესი შევიდა. 2020 წელს ხელვაჩაური ჰესმა 163 მლნ კვტ/სთ, კირნათიჰესმა კი 81 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა.

2018 წლიდან მუშაობს ასევე ოლდენერჯი ჰესიც. კირნათიჰესის მსგავსად 2020 წელს მანაც 81 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა.

2019 წლის მაისიდან ივლისის ჩათვლით 20 მგვტ სიმძლავრის მესტიაჭალაჰესი 1-მა 21 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა და მას შემდეგ სტიქიის დატდომის შედეგად გამოწვეული ავარიის გამო ფუნქციონირება შეწყვიტა. 30 მგვტ-იანი მესტიაჭალაჰესი 2 კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. 2020 წელს მან სისტემას 93 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მიაწოდა.

თუ დავაჯამებთ, გამოვა რომ კოვიდეკონომიკური კრიზისის პირობებში, რასაც თან არახელსაყრელი კლიმატური პირობებიც დაერთო, XXI საუკუნეში აშენებულმა ჰესებმა, დერეგულირებული ჰესების გამოკლებით, 1.628 მლრდ კვტ/სთ გამოიმუშავა, იმორტირებულ ელექტროენერგიაზე ოდნავ მეტი. თუ ამ ჩამონათვალს, ბოლო 5 წელიწადში ამოქმედებულ დერეგულირებულ ჰესებსაც დავუმატებთ: კინტრიშა, კასლეთი, საგურამო ჰესი და ა.შ. მაშინ ახალი ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 1.7 მლრდ კვტ/სთ-ს სცდება, რაც თავის მხრივ ჯამური გენერაციის 15%-ს აღემატება, ჰიდროგენერაციაში კი 20.6%-იანი წილი უკავია. ჩამოთვლილი ჰესებიდან 2010 წლამდე მხოლოდ ხადორი აშენდა.

2020 წელს საქართველომ 1.610 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტში $64.5 მლნ გადაიხადა, ანუ 1 კვტ/სთ-ში 4 ცენტი, თუმცა ფასები პანდემიამ შეამცირა. 2019 წელს საქართველოს 1.626 მლრდ კვტ/სთ-ის იმპორტი $78.3 მლნ დაუჯდა ანუ 1 კვტ/სთ – 4.8 ცენტი. გამოდის, რომ პანდემიური ფასებით საქართველომ გასულ წელს იმპორტში ახალი ჰესებით მინიმუმ $68 მლნ, საბაზრო ფასებით კი $82 მლნ დაზოგა, თუმცა რეალურად შეიძლება დაზოგილი თანხა უფრო მეტიცაა, რადგან ელექტროენერგიას, რომელსაც მეზობელი ქვეყნებისგან ვყიდულობთ თავად ამ ქვეყნებშიც ლიმიტირებულია. კიდევ ერთი გამოსავალი თბოსადგურების სიმძლავრეების გაზრდა იქნებოდა, რაშიც საქართველოს ასევე იმპორტირებულ ბუნებრივ გაზში მინიმუმ $70 მლნ-ის გადახდა მოუწევდა.

2020 წელს მდინარეების მცირე ჩამონადენის გამო თითოეული ჰესის საშუალო გამომუშავება დაახლოებით 15-20 პროცენტით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ პირობებში უკვე აშენებული ახალი ჰესები არა 1.7 მლრდ-ს არამედ მინიმუმ 1.9 მლრდ კვტ/სთ-ს გამოიმუშავებს.

მტკიცება იმის შესახებ, რომ ახალი ჰესები არ მუშაობს მცდარია. მათ მშენებლობისა თუ ექსპლუატაციის სხვადასხვა ეტაპზე მართლაც ჰქონდათ სხვადასხვა პრობლემები, მაგრამ პრობლემათა უმეტესობა ამ დროისათვის აღმოფხვრილია.

საქართველოში კი, როგორც განვითარებად ქვეყანაში ენერომოხმარება მუდმივად იზრდება. გაზისა და ნავთობის არქონის პარალელურად ქვეყანა საკუთარი ჰიდრორესურსის მხოლოდ 20-25 პროცენტს იყენებს.

bottom of page