top of page

ევროკავშირი მსოფლიოში ყველაზე მაღალი კაშხლის მქონე ჰესის პროექტში ინვესტირებას გეგმავს

  • Oct 3, 2022
  • 1 min read


ევროკავშირი ტაჯიკეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი კაშხლის მქონე როგუნის ჰიდროელექტროსადგურის პროექტში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.


სადგურის დადგმული სიმძლავრე 3.6 გგვტ იქნება. პროექტი, რომლის სრული ღირებულება 8 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს, 335 მეტრის სიმაღლის კაშხლის მშენებლობას გულისხმობს.


ჰესის მშენებლობა ტაჯიკეთმა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. ქვეყნის მთავრობამ პროექტის განხორციელებაზე 3 მილიარდი აშშ დოლარი უკვე დახარჯა. ტაჯიკეთმა მშენებლობის დასასრულებლად ფინანსური და ტექნოლოგიური მხარდაჭერის თხოვნით ევროკავშირს მიმართა.


როგუნის ჰესი ტაჯიკეთს შესაძლებლობას მისცემს სრულად შეავსოს საკუთარი ენერგოდეფიციტი და ამასთანავე ელექტროენერგია მეზობელ ქვეყნებში - უზბეკეთსა და ყაზახეთში ექსპორტზე გაიტანოს. ევროკავშირის მიერ პროექტის დაფინანსება სწორედ ამ ქვეყნების რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად.


წყარო: https://bit.ly/3ORW8h1

 
 
 

Comments


გამოგვყევი

 
 
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • Youtube

©

 

 ყველა უფლება დაცულია | საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია | 2021

 
bottom of page