top of page

თურქეთში მწვანე წყალბადის პროექტში 200 000 ევროს ინვესტიცია განხორციელდა



თურქეთში მწვანე წყალბადის წარმოებისა და შენახვის საპილოტე პროექტში 200 000 ევროს ინვესტიცია განხორციელდა.


პროექტი ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, მარმარილოს ზღვის ნაპირზე მდებარე ქალაქ ბანდირმაში ერთ-ერთი თბოსადგურის ბაზაზე მიმდინარეობს. პროექტის ადგილმდებარეობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა:


  1. ტერიტორიაზე განახლებადი ენერგიის სადგურების სიმრავლე შესაძლებელს ხდის მწვანე წყალბადის წარმოებას;

  2. რეგიონში უამრავი ინდუსტრიული საწარმოა, რომელიც ენერგიას უხვად მოიხმარს - თურქეთი სამომავლოდ ამ საწარმოების მწვანე წყალბადით მომარაგებას გეგმავს;

  3. ტერიტორიაზე მდებარე ნავსადგური წყალბადის ექსპორტისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის;

  4. თბოსადგურს, სადაც საპილოტე პროექტი ხორციელდება, საბერძნეთთან დამაკავშირებელი მილსადენი კვეთს, რაც წყალბადის ექსპორტის კიდევ ერთი შესაძლებლობაა.


როგორც განმახორციელებელი კომპანია “Enerjisa Üretim” აცხადებს, საპილოტე პროექტი საფუძველს ჩაუყრის თურქეთში წყალბადის ფართო წარმოებას და მას უმნიშვნელოვანესი როლი ექნება თურქეთის ინდუსტრიის დეკარბონიზაციაში. ცნობისათვის, თურქეთის ენერგიის მთლიანი მოხმარების 80% ინდუსტრიის და ტრანსპორტის სექტორებზე მოდის.


კვლევების მიხედვით, თურქეთს 2050 წლისთვის 1.9 მილიონი ტონა წყალბადის წარმოების პოტენციალი აქვს.


წყარო: https://bit.ly/3uMxHKE

bottom of page