top of page
New Project-2.jpg

სს დარიალი ენერჯი

სს “დარიალი ენერჯიმ” დარიალის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანიაა. დარიალი ჰესი 2017 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, ყაზბეგში, მდინარე თერგზე, დინების მიმართულებით ზღვის დონიდან 1729 მეტრის სიმაღლეზე 108 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასა და ოპერირებას. 

 

ჰიდროელექტროსადგური აგროვებს წყლის ნაკადს მდინარე თერგიდან და მიმართავს მას დერივაციული გვირაბით გენერალურ ნაგებობამდე, რომელიც განთავსებულია ზღვის დონიდან 1334 მეტრზე, 1,2 კმ-ში რუსეთ-საქართველოს საზღვართან. ჰესის წლიური სტაბილური გამომუშავება შეადგენს 500 მლნ კვ/სთ-ს, საიდანაც დაახლოებით 70% ენერგია გენერირდება ზაფხულის თვეებში (მაისი-ოქტომბერი). პროექტის განხორციელებაში 123 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.

GS Brokers 250-ზე მეტ კორპორატიულ კლიენტს ემსახურება, თანამშრომლობს ყველა წამყვან ქართულ სადაზღვევო კომპანიასთან და ასევე კლიენტებს წვდომას უხსნის მსოფლიოს გადაზღვევის ბაზრებზე. ეს ნიშნავს არა მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებას, არამედ შესაძლებლობას, რისკებისთვის მოიძებნოს ის გადაწყვეტილებები და სადაზღვევო შესაძლებლობები, რომლებიც ხშირად ადგილობრივი ბაზრის ფარგლებს სცდება. სწორედ ამიტომ, კომპლექსური პროექტების შემთხვევაში, მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე პირდაპირ წვდომასა და იქ არსებულ გამოცდილებას, რასაც კომპანია უზრუნველყოფს. 

გამოგვყევი

 
 
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • Youtube

©

 

 ყველა უფლება დაცულია | საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია | 2021

 
bottom of page