top of page

ახალქალაქში ახალი ჰიდროელექტროსადგური ამუშავდა



GREDA-ს წევრმა კომპანიამ, კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგმა (CCEH) ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში მიიღო.


ახალქალაქის ჰესი მდინარის მოდინებაზე მომუშავე, კასკადური ტიპის მცირე ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკად კორხზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებთანდილისკასა და კორხთან ახლოს მდებარეობს.


9.1 მგვტ დადგმული სიმძლავრის ეს სადგური ყველაზე დიდია 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაშიშესულ ჰესებს შორის. მისი წლიური გამომუშავება 50 მლნ კვტ/სთ იქნება.


პროექტი ისლანდიის ყველაზე მსხვილ ენერგომწარმოებელ სახელმწიფო კომპანია LANSVIRKJUN-თანთანამშრომლობით განხორციელდა.


პროექტის განვითარება საერთაშორისო სტანდარტებისა და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკისგათვალისწინებით წარიმართა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გარემოსდაცვით დასოციალური მართვის მიმართულებებზე. საპროექტო ტერიტორიის მახლობლად არსებულ სამ სოფელშიგანხორციელდა არაერთი სოციალური პროექტი: სოფელ კორხში აშენდა სპორტული დარბაზი, სოფელორჯაში მოეწყო წყლის სატუმბი სადგური, სოფელ დილისკაში სასმელი წყლის მილის რეაბილიტაციაგანხორციელდა. აღნიშნული პროექტებით ამ სოფლებში მცხოვრები 835 ოჯახი, სულ 3300-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს.


„საქართველოში ევროპული სტანდარტების თანამედროვე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პრეცედენტს ვქმნით. გარდა იმისა, რომ ჰიდროელექტროსადგურის განვითარების შედეგად მიღებულიდადებითი ეფექტები ვრცელდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, დასაქმებასა და სამუშაოადგილების შექმნაზე, ჩვენს ინვესტიციებს თან მოაქვთ ცოდნა, კვალიფიკაცია, დასავლური გამოცდილება, საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება, უსაფრთხოების ნორმების დაცვა და მუშაობის კულტურა, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს უჩენს ადგილობრივ მოსახლეობას, აუმჯობესებს მის საცხოვრებელპირობებს“ - განაცხადა CCEH-ის დირექტორმა მიხეილ ნიბლაძემ.


CCEH საქართველოში 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანია მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურებისგანვითარებითაა დაკავებული. ამჟამად ფონდის პორტფელში 7 მოქმედი ჰესი და წინა სამშენებლო ეტაპზემყოფი 2 პროექტია. ჰოლდინგის საინვესტიციო პაკეტი 150 მილიონ აშშ დოლარს მოიცავს. აქედან დღემდეგანხორციელებულ პროექტებში ჩადებული ინვესტიცია 75 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

Comentarios


bottom of page