ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის საჭიროა ისეთი პროექტების ამოქმედება, როგორიცაა ნამახვან ჰესი

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე დიდადაა დამოკიდებული ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობა და ეკონომიკური განვითარება. ჩვენ 30 წელია, ვაშენებთ ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერ სახელმწიფოს და ამ მიმართებით აუცილებელია, ჩვენი ბუნებრივი განახლებადი რესურსი – წყალი სწორად და ოპტიმალურად გამოვიყენოთ. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის მზარდი მოხმარებისა და იმპორტის ზრდის ფონზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს ტენდენცია შემოვაბრუნოთ და როდესაც 10 წლის შემდეგ ჩვენი ენერგომოხმარება გაორმაგდება, მისი დაკმაყოფილება საკუთარი რესურსებით შევძლოთ. ჰიდრორესურსების და მთლიანი პოტენციალის ათვისების შემთხვევაში, შეგვიძლია ექსპორტიორი ქვეყანა გავხდეთ, – განაცხადა საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა.