top of page

ჰიდროენერგეტიკა



ჰიდროენერგეტიკა განახლებადი ენერგიის უძველესი და ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე წყაროა. გარდა ენერგოსისტემის მგრადობისა და საიმედოობისა, ჰიდროენერგეტიკა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.


წარმოგიდგენთ ჰიდროენერგეტიკის რამდენიმე უპირატესობას:


ჰიდროენერგეტიკა სრულად სუფთა ენერგიაა და ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობაა. ენერგიის გენერირების ეს მეთოდი თითქმის ნულოვან გამონაბოლქვს წარმოქმნის, არ აბინძურებს ჰაერს.


ჰიდროენერგეტიკა ენერგიის განახლებადი და ამოუწურავი წყაროა. ჰიდროენერგეტიკის საშუალებით წარმოქმნილი ენერგია ეყრდნობა წყლის ციკლს, რომელსაც ამოძრავებს მზე, რაც მას განახლებადად აქცევს.


ჰიდროენერგეტიკა მოქნილი წყაროა. წყალსაცავიანი ჰესები ელექტროენერგიის გამომუშავების მანევრულობით გამოირჩევიან, რაც სისტემის სტაბილურობის და საიმედოობის გარანტიას იძლევა და უზრუნველყოფენ განახლებადი ენერგიის ცვალებადი წყაროების (ქარი, მზე) ქსელში ინტეგრირებას.


ელექტროენერგიის წარმოების გარდა, წყალსაცავიანი ჰესები გამოიყენება წყალმომარაგებისთვის, წყალდიდობებისგან დაცვის, სარწყავი და სხვა მიზნებისთვის.



ჰიდროენერგეტიკა დაბალ ხარჯს მოითხოვს, გრძელვადიანი ინვესტიციაა და შესაძლებელია წლების შემდეგ ახალი ტექნოლოგიებით განახლება, გამოირჩევა დაბალი საოპერაციო ხარჯებითაც. როგორც შიდა რესურსი, არ ექვემდებარება ბაზრის რყევებს და უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობას.


ჰიდროელექტროენერგია როგორც ენერგიის შიდა წყარო საშუალებას აძლევს ქვეყნებს აწარმოონ საკუთარი ენერგია საერთაშორისო საწვავის წყაროებზე დამოკიდებულების გარეშე.


ჰიდროენერგეტიკა ქმნის სამუშაო ადგილებს გავრცელების არეალში, რეგიონში, სოფლებში და აძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას.


შესაძლებელია ჰიდროელექტრო ობიექტების მიმზიდველ ტურისტულ ადგილად გადაქცევა, რისი შესანიშნავი მაგალითიც არის “ენგურჰესი”.



Comentarios


bottom of page