top of page

4 მილიარდის ინვესტიცია დაპაუზებულია, ეს ფული ქვეყნის განვითარებას უნდა მოხმარდეს



“ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, ზოგადად, ჰესებთან დაკავშირებით. ადამიანების პატრიოტული და რელიგიური გრძნობებით მანიპულაცია კი ქმნის იმდენად დამახინჯებულ სურათს, რომ კითხვასაც კი არავინ სვამს – რა ხდება სინამდვილეში?”, – ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ საზოგადოებას მიეწოდოს სწორი ინფორმაცია და გადაწყვეტილებები დიალოგის რეჟიმში მიიღებოდეს.

“ასოციაცია აერთიანებს 27 წევრს. ჩვენ ვქმნით სტრატეგიულ პროდუქტს-ელექტროენერგიას. ჩვენ ამით ვაკეთებთ ქართულ საქმეს, რადგან ეს არის ქვეყნის მადვილი დამოუკიდებლობა.

დღეს დაპაუზებულია ძალიან მასშტაბური ინვესტიცია, 4 მილიარდის მოცულობის. ეს ფული სინამდვილეში უნდა მომხარდეს ქვეყნის განვითარებას. რას არის სინამდვილეში ქართული საქმე.

ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ზოგადად ჰესებთან დაკავშირებით. ადამიანების პატრიოტული და რელიგიური გრძნობებით მანიპულაცია კი ქმნის იმდენად დამახინჯებულ სურათს რომ კითხვასაც კი არავინ სვამს – რა ხდება სინამდვილეში? როგორ უნდა მოვიქცეთ? ვინ არიან ის ორგანიზაციები, ის ექსპერტები , ვისი კვლევებიც იქნება საზოგადოებისთვის სანდო? კრიტიკულად აუცილებელია დიალოგის რეჟიმში და საქმიან ფორმატში მიიღებოდეს გადაწყვეტილებები”, – განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

bottom of page