top of page

Galt & Taggart: ელექტროენერგიის ბაზრის 2020 და 2021(Q1) წლების მთავარი ტენდენციები


ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, ელექტროენერგიის მომწოდებლების პრობლემები და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის წინასწარ დაგეგმილი დროებითი გათიშვა – სწორედ ეს თემები მოექცა წელს საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როდესაც Covid-19-მა “შუქი ჩააქრო” მაღაზიებში, რესტორნებსადა სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.

თუმცა, ბოლო თვეების პანდემიასთან მიმართებაში სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის შეფარდების დონემ საშუალება მისცა ბიზნესებს ისევ “აენთოთ სინათლე”.

აღნიშნული ტენდენციის გათვალისწინებით, საქართველოს ბანკის საბროკერო და სამეცნიერო ჯგუფმა Galt & Taggart (G&T) ახლახანს გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ხაზგასმულია ყველაზე საინტერესო ტენდენციები, რომლებიც ენერგეტიკის სექტორში გამოვლინდა 2020 და Q1 2021 წლებში.

მოხმარება

თუკი ენერგიის მოხმარება არის ეკონომიკის გამოღვიძების საზომი, ნათქვამია მოხსენებაში, როგორც ჩანს, საქართველოს ეკონომიკა იღვიძებს.

2020 წელს, ელექტროენერგიის მოხმარება მთელ საქართველოში, მათ შორის თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რეგიონში, 4.9%-ით შემცირდა და 12.1 ტვტ/სთ შეადგინა, Covid-19-თან დაკავშირებული “ლოკდაუნებისა” და ეკონომიკური აქტივობის შემცირების გამო.

დანარჩენ საქართველოში (აფხაზეთის რეგიონის გარეშე), მოხმარება 2020 წელს 10%–ით შემცირდა. ამასთან, 2021 წლის I კვარტლისთვის, ელექტროენერგიის მოხმარება მხოლოდ 1,4% –ით შემცირდა (2019 წელთან შედრებით), რაც ეკნომიკის აღდგენაზე მიანიშნებს.

იმავდროულად, 2020 წელს აფხაზეთის რეგიონში, ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა 23,9%-ით და 18,6%-ით – 2021 წლის პირველ კვარტალში.

თუმცა, გასულ წელს, ენერგიის მოხმარება, საერთო ჯამში, მაინც არ შემცირებულა:

”პანდემიამ გვაჩვენა, თუ რამდენად არის ელექტროენერგიის სისტემა დამოკიდებული კომერციულ სექტორზე.”, – განუცხადა G&T-ის უფროსმა ანალიტიკოსმა მარიამ ჩახვაშვილმა Investor.ge-ს. “სინამდვილეში, საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის მოხმარება 2020 წელს 4.2%-ით გაიზარდა, რადგან ბევრი დასაქმებული თავს არიდებდა ოფისს და “სამუშაო სახლში მიჰქონდათ”. ამ მოვლენამ საყოფაცხოვრებო მოხმარების საშუალოდ 0,1%–იანი ზრდის ხუთწლიანი ტენდენცია დაარღვია.

G&T’s Electricity Market Watch–ის ანგარიში ხაზს უსვამს პანდემიის კიდევ ერთ საინტერესო ტენდენციას: ენერგო–პრო ჯორჯიას საყოფაცხოვრებო აბონენტების ელექტროენერგიის მოხმარება 7,4%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, ხოლო, თელასის აბონენტების მოხმარება შემცირდა 0,4%–ით. აღნიშნული ძალიან კარგად წარმოაჩენს თბილისიდან მოსახლეობის გადინებას ქალაქგარეთ და რეგიონებში.


წარმოება და იმპორტი

2020 წელს, ელექტროენერგიის მოთხოვნილების თითქმის ორი მესამედი (64,6%) დააკმაყოფილა ჰიდროენერგეტიკამ, 22,1% თერმულმა წარმოებამ და 0,7% ქარის წარმოებამ, ხოლო 12,6% იმპორტირებულმა ელექტროენერგიამ.



ქარი და მზე განაგრძობენ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საქართველოს ენერგიის შიდა გენერაციაში. ამჟამად, ქარის ელექტროსადგურის ხუთი პროექტი არსებობს, რომლებიც მზადაა მშენებლობის ეტაპის დასაწყებად, აღნიშნავს G&T–ის ანალიტიკოსი:

”ჩატარებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და პროექტები მზად არის, თუმცა, რამდენიმე ბარიერი მაინც რჩება. კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამგვარი პროექტების განხორციელებით, სურთ მთავრობისგან დაინახონ წახალისების მექანიზმები, როგორიცაა, მაგალითად, ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებები (PPA). უფრო მეტიც, სახელმწიფო ელექტროსისტემისგან არსებობს შეზღუდვები ცვალებადი განახლებადი ენერგიის მოცულობებზე, რომელიც შეიძლება ქსელში ჩაერთოს.

ამისათვის უნდა განახლდეს გამანაწილებელი და გადამცემი ქსელები, ან ელექტროსადგურებს უფრო მაღალი სარეზერვო სიმძლავრეები უნდა ჰქონდეთ.

ეს საკითხები პირდაპირ წერია 2021-2031 წლების საქართველოს განვითარების გეგმაში, რომელიც ითვალისწინებს ცვალებადი ენერგიის ამჟამად დაშვებული მოცულობის გასამმაგებას ”, – განმარტავს ჩახვაშვილი.



საქართველო 2020 წელს ელექტროენერგიის წმინდა იმპორტიორად დარჩა: 2020 წელს ქვეყანამ შემოიტანა 1.6 ტვტ/სთ (-1.0% წ/წ შედარებით) ელექტროენერგია და ექსპორტზე გაატარა მხოლოდ 0.2 ტვტ/სთ (-36.8% წ/წ შედარებით), რაც მიუთითებს 1.4 ტვტ/სთ (+ 5.3% წ/წ შედარებით) წმინდა იმპორტზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სავაჭრო დეფიციტი 16,8%-ით (58,7 მლნ აშშ დოლარი) შემცირდა.

სავაჭრო დეფიციტის შემცირება ელექტროენერგიის “სალხინოს” ხაზით იმპორტის შედარებით დაბალი ღირებულებით, რომელიც აფხაზეთის რეგიონისთვისაა განკუთვნილი (მთლიანი იმპორტის 22.8%), აიხსნება, რაც ამცირებს მთლიანობაში იმპორტის ღირებულებას. ასევე, შემცირდა ექსპორტიდან მიღებული შემოსავალიც (25,4%-ით – 5,8 მილიონი აშშ დოლარი), ელექტროენერგიის ექსპორტის შემცირების შესაბამისად.

2020 წელს, მოხმარების შემცირების მიუხედავად, ელექტრო და თერმული ენერგიების იმპორტი კვლავ სტაბილური იყო, ზამთრის დეფიციტისა და ჰესების მიერ გენერირებული ენერგიის შემცირების შესავსებად, რომლის მიზეზიც სეზონისთვის უჩვეულო ამინდი იყო.

2020 წელს იმპორტირებული ელექტროენერგიის 45.1% აზერბაიჯანზე მოდის, 35.4% რუსეთზე და 19.5%-ც თურქეთზე. თურქეთი ბოლო დრომდე იყო ქართული გენერაციის საექსპორტო ბაზარი, მაგრამ საბაზრო ფასების შემცირების გამო, ახლა უკვე იმპორტი იქცა ამ მიმართულებით ნორმად.

ელექტროენერგიის დადგმულმა სიმძლავრემ 2020 წელს მოიმატა 432 მეგავატით, მათ შორისაა 230 მეგავატიანი თბოელექტროსადგური გარდაბანში, 178 მგვტ-ანი შუახევის ჰესი აჭარის რეგიონში და ექვსი მცირე ჰესი, რომელთა საერთო სიმძლავრე 23.4 მეგავატია.

2020 წელს ექსპლუატაციაში მყოფმა ჰესებმა დააკმაყოფილეს 2020 წლის ელექტროენერგიის მოთხოვნის 2.2%, საიდანაც 2.0 პროცენტი შუახევის ჰესზე მოდის.

ენგურჰესის გათიშვის შემდეგ, რომელიც საქართველოსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარეობს და რომელსაც გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა, რაც ქვეყნის უდიდესი ჰესის სიმძლავრის 30%-ით გაზრდას ითვალისწინებდა, ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა 2021 წლის პირველ კვარტალში თითქმის გაორმაგდა (+ 93%), რადგან აფხაზეთი ენერგიას რუსეთიდან იღებდა “სალხინოს” გადამცეცმი ხაზით.



“ბუნებრივია, ენგურჰესის დამატებითი სიმძლავრე შეამცირებს იმპორტის საჭიროებას” – აღნიშნავს ანალიტიკოსი, “თუმცა, ეკონომიკა აგრძელებს აღდგენას, იზრდება მოხმარება და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს დასჭირდება განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების ათვისება.”

Comentarios


bottom of page