top of page

თბილისში ენერგეტიკული კონფერენცია ”Renewable Georgia 2022” გაიხსნა

Sep 5, 2022
1 min read


თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ ორდღიანი ენერგეტიკული კონფერენცია «Renewable Georgia 2022» გაიხსნა.


ღონისძიება, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორის, საფინანსო ინსტიტუტებისა და დარგში მოღვაწე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან, ბრიტანული კომპანია "The Voice of Renewables"-ის ორგანიზებითა და „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) მხარდაჭერით იმართება. კონფერენციის მიზანს საქართველოში განახლებადი ენერგიის დარგის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

ორდღიანი ღონისძიება ითვალისწინებს რვა საპანელო დისკუსიას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საიხლეები განახლებადი ენერგიის განვითარების პოლიტიკაში და ენერგეტიკული ბირჟის გახსნა; შესაძლებლობები და გამოწვევები ჰიდროენერგიის, მზისა და ქარის ენერგიის განვითარებაში; განახლებადი ენერგიის ინტეგრირება ელექტროენერგეტიკულ ქსელში; გარემოსდაცვითი მართვა და სოციალური საკითხები ჰიდროელექტროსადგურების დაგეგმვის, მშენებლობისა და ოპერირების პერიოდში; ინვესტორებისთვის მდგრადი ბიზნეს-შესაძლებლობების შექმნა განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელებისთვის და სხვა.


კონფერენცია საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა და „საქართელოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი აბრამიშვილმა გახსნეს.


"The Voice of Renewables" მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა თემატიკის ენერგეტიკულ ღონისძიებებს 2008 წლიდან ახორციელებს. სადღეისოდ მას უკვე 700-ზე მეტი ღონისძიება აქვს ჩატარებული ჯამში 200,000 ადამიანის მონაწილეობით. საქართველოში ეს ბრიტანული კომპანიისთვის უკვე მეშვიდე ღონისძიებაა.



 
 
 

Comments


GS Brokers 250-ზე მეტ კორპორატიულ კლიენტს ემსახურება, თანამშრომლობს ყველა წამყვან ქართულ სადაზღვევო კომპანიასთან და ასევე კლიენტებს წვდომას უხსნის მსოფლიოს გადაზღვევის ბაზრებზე. ეს ნიშნავს არა მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებას, არამედ შესაძლებლობას, რისკებისთვის მოიძებნოს ის გადაწყვეტილებები და სადაზღვევო შესაძლებლობები, რომლებიც ხშირად ადგილობრივი ბაზრის ფარგლებს სცდება. სწორედ ამიტომ, კომპლექსური პროექტების შემთხვევაში, მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე პირდაპირ წვდომასა და იქ არსებულ გამოცდილებას, რასაც კომპანია უზრუნველყოფს. 

გამოგვყევი

 
 
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • Youtube

©

 

 ყველა უფლება დაცულია | საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია | 2021

 
bottom of page