top of page

„მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟის" კურსის სტუდენტები სწავლების პრაქტიკულ ნაწილზე გადავიდნენ

Mar 2, 2023
1 min read


„მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟის" პროფესიული კურსის პირველი ნაკადის სტუდენტები სწავლების პრაქტიკულ ნაწილზე გადავიდნენ.


პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში, მსმენელებმა ორი მშენებარე მზის სადგური მოინახულეს, დადგმული სიმძლავრით 35 კვტ და 300 კვტ. სადგურების მშენებლობას კომპანია Helios Energy Georgia ახორციელებს. სამშენებლო ობიექტზე ვიზიტისას, სტუდენტებმა მზის პანელების მონტაჟსა და ინვერტერთან დაერთების პროცესში მიიღეს მონაწილეობა.


სტუდენტებმა ასევე 3 დღიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი/ Georgian Technical University-ის FusionSolar ტექნოლოგიების ლაბორატორიაში. ლაბორატორიის ბაზაზე არსებული დანადგარების მეშვეობით, მსმენელებმა ინვერტერისა და ოპტიმაიზერების კონფიგურაციების გამართვა, ბატარეის შეერთება და მენეჯმეტის სისტემასთან დაკავშირება შეისწავლეს.


კურსი ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი-ისა და GREDA-ს თანამშრომლობით შეიქმნა. ჯგუფში ჭიათურასა და ზესტაფონში მცხოვრები 15 ახალგაზრდაა, რომლებიც სრულიად უფასოდ სწავლობენ მზის ფოტოელექტრული სისტემების დაპროექტებას, მონტაჟსა და ექსპლუატაციას.



 
 
 

Comments


GS Brokers 250-ზე მეტ კორპორატიულ კლიენტს ემსახურება, თანამშრომლობს ყველა წამყვან ქართულ სადაზღვევო კომპანიასთან და ასევე კლიენტებს წვდომას უხსნის მსოფლიოს გადაზღვევის ბაზრებზე. ეს ნიშნავს არა მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებას, არამედ შესაძლებლობას, რისკებისთვის მოიძებნოს ის გადაწყვეტილებები და სადაზღვევო შესაძლებლობები, რომლებიც ხშირად ადგილობრივი ბაზრის ფარგლებს სცდება. სწორედ ამიტომ, კომპლექსური პროექტების შემთხვევაში, მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე პირდაპირ წვდომასა და იქ არსებულ გამოცდილებას, რასაც კომპანია უზრუნველყოფს. 

გამოგვყევი

 
 
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • Youtube

©

 

 ყველა უფლება დაცულია | საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია | 2021

 
bottom of page